განცხადება: ქობულეთის შუქურა დაიშალა » სპორტის ხაზი

განცხადება: ქობულეთის შუქურა დაიშალა

განცხადება: ქობულეთის შუქურა დაიშალა
16-09-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ქობულეთის "შუქურა", რომლიც ეროვნულ ლიგა 2–ს ერთპიროვნულად ლიდერობს და საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათმაშების მეოთხედფინალშია დაიშალა.

ინფორმაციას, კლუბის ოფიციალური ფან-კლუბი "ვიკინგები" ავრცელებს, გთავაზობთ მათ განცხადებას უცვლელად:

"დღეს გავიგეთ რო ჩვენი ქალაქის გუნდი იშლება , ფაქტიურად დაიშალა, !
ბიჭები ის ბიჭები რომლებმაც ყველა დაადუღა ლიგა 2 ში !
ისევ მიატოვეს შუა გზაზე ბო""""" ხელმძღვანელობამ , და ეს ბიჭები უკვე ბარგს ალაგებენ და ოჯახებში ბრუნდებიან ! ამ ბიჭებმა ბევრი ემოციები გვაჩუქა მაგრამ აღმოჩნდნენ ხალხი რომლებისთვისაც ტყუილი პირველია , მოატყუეს ბიჭები ფანები კი პირველივე დღიდან მოგვატყუეს , ეს ხალხი კიდე ქობულეთლობაზე ისაუბრებს!
ბევრის თქმა გვინდა მაგრამ მოკლედ ვიტყვით გუნდი იშლება, გუნდი დაიშალა !
ბოლო გზა არსებობს გადარჩენის ჩვენ მთელი ქობულეთი ვისაც ეს გუნდი ეწვის ! ვისაც ქალაქი გიყვართ , არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთი გიყვარს თუ არა ქალაქს ეხება ! ეს მომავალ თაობას უნდა გაყვეს ! ეს გუნდი არ უნდა დაიშალოს !
ჩვენი მოთხოვნა ბატონ ლევანთან შეხვედრა შაბათს ! იმედი მაქვს ბატონი ლევანი იქნები ქობულეთი და ხალხი ამ მომენტში , ჩვენ შეგვილია ეს ყველაფერი გადავარჩინოთ ყველას ყველას გთხოვთ შაბათს დროს დავწერთ რო მოხვიდეთ!
მადლობა ყურადღებისთვის , გთხოვთ ძალიან პოსტი ყველამ გააზიაროთ!
დიდი ბოდიში კიდე ერთხელ რო ამ პრობლემებზე გვიწევს ყველა დღე საუბარი..
დღეს ჩვენ ფანები ვტირით უბრალოდ ცრემლი მოგვდის რო ეს გუნდი ასე მიატოვეს , არ იმსახურებდნენ ამას ბიჭები მათ ყველაფერი გაიღეს ჩვენთვის რო ემოციები ეჩუქებინათ.
"

მოგვიანებით, ფან-კლუბმა ქობულეთის შუქურას დაშლა ოფიციალურად დაადასტურა:

"ჩვენ არასოდეს არ ვცდებით ! ჩვენი სიტყვები ასრულდა , გუნდი დაიშალა !
ჯერი ქალაქზეა ქობულეთლებზე და ყველა იმ ხალხზე ვისაც გული შესტკივა , ეს ყველაფერი იმ ხალხსაც ეხება ვისი ბავშვებიც ასაკობრივ გუნდებში ვარჯიშობს ! თქვენ მშობლებო თქვენც უნდა მოხვიდეთ ყველანი , თქვენი შვილებიც პრობლემის წინაშეა თაობა დაიკარგება , ხვალ მთელი ქობულეთი უნდა გავერთიანდეთ ! და ეს გუნდი გადავარჩინოთ!
"

გარდა ამისა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოთამაშეებს ხელფასები სამი თვეა არ აუღიათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი