შვედმა ბომბარდირმა ვიქტორ გიოკერეშმა გუშინ აზერბაიჯანის ნაკრებს 4 გოლი გაუტანა, ხოლო მიმდინარე წელს მის ანგარიშზე, 53 შეხვედრაში 54 გატანილი გოლია. ამით ვიქტორი წლის საუკეთესო ბომბარდირია და დამატებით, მესის რეკორდამდე სკანდინავიელს მხოლოდ 6 გოლი აშორებს.
არგენტინელმა 2016 წელს 62 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა. 2024 წელს გიოკერეშმა 33 გოლის გატანა მოახერხა.
გიოკერეშს მიმდინარე წელს პოტენციურად კიდევ 8 შეხვედრის ჩატარება შეუძლია და ამ მატჩებში თუ ის თავს 6 გოლით გამოიჩენს იგი "ლა პულგას" რეკორდს მოხსნის.