რაფაელ ნადალმა დევისის თასზე დაიცვა ესპანეთის ნაკრების ღირსება და ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდშუპლთან დამარცხდა ორ სეტში - 4:6, 4:6. მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება მისი ბოლო თამაში იყო.
"ტიტულები, ციფრები - ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არსებობს, ხალხმაც კარგად იცის.
მე უფრო მეტად ვისურვებდი, რომ დამიმახსოვრონ როგორც კარგი ადამიანი მალიორკას პატარა სოფლიდან. გამიმართლა, რომ მყავს ბიძა და ოჯახი, რომელიც სულ ჩემ გვერდში არიან.
გულწრფელი უნდა ვიყო: ბევრი მუშაობს თავდაუზოგავადად, ყოველდღიურად, მაგრამ მე ძალიან გამიმართლა. ცხოვრებამ ჩოგბურთის დამსახურებით უამრავი კარგი მომენტი მაჩუქა.
მინდა, რომ დამიმახსოვრონ როგორც კარგი ადამიანი და ბიჭი, რომელიც თავის ოცნებას გაჰყვა და მიაღწია იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე უოცნებია"
- თქვა ნადალმა.