რაფა ნადალი კარიერას ასრულებს - ლეგენდის განცხადება » სპორტის ხაზი

რაფა ნადალი კარიერას ასრულებს - ლეგენდის განცხადება

რაფა ნადალი კარიერას ასრულებს - ლეგენდის განცხადება
10-10-2024, 14:01
Aa Aa
გაზიარება:

დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულმა, ლეგენდარულმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ კარიერის დასრულების დროც დადგა.

38 წლის ჩოგბურთელმა ამის შესახებ განცხადება თავად გაავრცელა:

რამდენიმე მძიმე წელი გავიარე, განსაკუთრებით რთული ბოლო ორი წელი იყო.

- დაწერა ნადალმა.

ესპანელმა სპორტსმენმა კარიერის განმავლობაში 14-ჯერ საფრანგეთის ღია პირველობა, 2-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 2-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა მოიგო. გარდა ამისა, ნადალი ოლიმპიური ჩემპიონია როგორც ერთეულთა (2008), ასევე წყვილთა (2016) თანრიგში.

ცნობისთვის, რაფა ნადალის ბოლო ტურნირი დევისის თასი იქნება, რომელიც მალაგაში ჩატარდება, ლეგენდა ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი