უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს 36:5 სძლია და 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეცხრე ფინალს ითამაშებს.
განვლილი 8 ფინალიდან პირველ 3-ში გამარჯვება მეტოქეს დარჩა, 2018 წელს კი, საფრანგეთის ძლევით საქართველო პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი და მას შემდეგ ტიტული ხელიდან არ გაუშვია (2020 წელს ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა).
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს გაიმართება და მასში საქართველო ჩეხეთსა და ესპანეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.