ნიუკასლის 27 წლის ნახევარმცველის ბრუნო გიმარაეშის ტრანსფერით მანჩესტერ სიტია დაინტერესებული - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემები ავრცელებენ.
მეტიც, გვარდიოლას გუნდის ინტერესზე ცოტა ხნის წინ თავად ბრაზილიელმა ფეხბურთელმაც ისაუბრა.
"მათი ინტერესი აჩვენებს, რომ მაღალი დონის მოთამაშე ვარ, მაგრამ ჭორების მეტი ჯერჯერობით არაფერი ყოფილა - ერთხელ ველაპარაკე პეპს და უბრალოდ ერთმანეთი შევაქეთ.
ვიცი, რომ გვარდიოლას ჩემი სათამაშო სტილი მოსწონს და სასიამოვნოა, რომ დიდებული მწვრთნელები აღფრთოვანებულნი არიან შენი შესაძლებლობებით", - განაცხადა გიმარაეშმა.