იქედან გამომდინარე, რომ რობერტ ლევანდოვსკის ჯერჯერობით საოქროსბურთე სეზონი აქვს, პოლონელი ბარსადან წასვლას არ აპირებს.
როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რობერტს ბარსელონასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება კიდევ 3 წლით, 2027 წლამდე სურს.
პოლონელ ფორვარდს ბარსასთან კონტრაქტი 2025-ში ეწურება, თუმცა ის 2026 წლამდე განახლებას ითვალისწინებს. როგორც ჩანს, რობერტს 1 წელი არ ჰყოფნის და ბარსაში ბონუსად კიდევ 1 წლით სურს დარჩენა.