დღეს, 23:45-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით შეხვედრას ჩეხეთთან გამართავს.
ვილი სანიოლის გუნდს ლაშა დვალი დისკვალიფიკაციიდან დაუბრუნდა, შესაბამისად, ფრანგ მწვრთნელს ნაცადი შემადგენლობის დაყენება შეეძლება.
მამარდაშვილი - კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი - ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი - კვარაცხელია, მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, რომ თუ საქართველო დღეს ჩეხეთში მოიგებს, უდიდესი ალბათობით ნაკრები ჯგუფის გამარჯვებულიც გახდება.