მადრიდის რეალში შეიმუშავეს გეგმა, რის ხარჯზეც მიუნხენის ბაიერნიდან კანადელი მცველის, ალფონსო დევისის დამატებას შეეცდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია Cadena Ser-მა გაავრცელა.
რეალის ხელმძღვანელობა ამუშავებს სქემას, რომელიც ერთი ან ორი განაპირა მცველის გუნდიდან გაშვებას მოიაზრებს, რათა მომავალში ალფონსო დევისის ტრანსფერისთვის ადგილი გამოთავისუფლდეს.
- დაწერა გამოცემამ.
სხვათა შორის, დევისისა და რეალის საკითხზე თითქოს შეთანხმება რამდენიმე თვის წინაც მოხდა, თუმცა მაშინ ტრანსფერი ყოველგვარი ახსნის გარეშე მიიჩქმალა.