კრისტიან პულისიკის სასწაული სეზონის ფონზე, ცხადია გაიზარდა იმ გუნდების რაოდენობა, რომელიც ამერიკელი შემტევის ტრანსფერზე მუშაობს.
ბრიტანული მედიის მტკიცებით, ლივერპული და ვესთ ჰემი 26 წლის ვინგერის ტრანსფერით დაინტერესდნენ, თუმცა გამორიცხულია, რომ მილანმა ფეხბურთელი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაუშვას, კონტრაქტი კი 2027 წლამდეა გათვლილი.
პულისიკის მსურველებს, მინიმუმ ზაფხულამდე ლოდინი მოუწევთ და მოლაპარაკებები იტალიურ გუნდთან უნდა აწარმოონ, ამჟამად ფეხბურთელის ღირებულება 50 მილიონი ევროა.
ცნობისთვის, პულისიკმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში თავი 7 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.