მოგეხსენებთ, 2024 წლის დასაწყისში ინგლისურმა უოტფორდმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე საბოლოოდ გამოისყიდა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა ინგლისურ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2027 წლამდეა გათვლილი.
ცხადია, განახლებული კონტრაქტი გაუმჯობესებულ ფინანსურ მდგომარეობასაც ნიშნავს - capology-ის მტკიცებით, ჩაკვეტაძის ყოველწლიური ანაზღაურება £520,000 შეადგენს.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 2 შეხვედრაში, გიორგიმ თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.