ცნობების იმის თაობაზე, რომ პოლ პოგბა თითქოს მანჩესტერ იუნაიტედის ბაზაზე ვარჯიშობს სიმართლეს არ შეესაბამება - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მისივე თქმით, პოგბა უახლოეს მომავალში არც ერთ კლუბში ვარჯიშს არ გეგმავს - როგორც კი რომელიმე გუნდთან შეთანხმებას მიაღწევს, გასამგზავრებლად და გუნდური ვარჯიშების დასაწყებად სრულ მზადყოფნაში იქნება.
31 წლის ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის გეგმებში არ შედის.