უკვე რამდენიმე დღეა რაც ბარსელონას ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესზზე ბევრი იწერება - იტალიური გამოცემა ll Mattino-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მზადაა ქართველი შემტევის ტრანსფერში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს.
რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს, თანხმობის შემთხვევაში, კვარაცხელია ჰანს ფლიკის გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ნაპოლის პოზიცია ამ დრომდე უცნობია, თუმცა, დე ლაურენტისი სავარუადოდ ხვიჩას 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა, რაც ტრანსფერის ალბათობას კიდევ უფრო ამცირებს.
პარალელურად კი ხვიჩა და ნაპოლი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.