გასულ ხუთშაბათს ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი ბარსელონას პრეზიდენტს შეხვდა- სენსაციურ ინფორმაციას კატალონიური გამოცემა El Nacional ავრცელებს.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ხვიჩას სახელი არაერთ ტოპ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის ცხადია იყო ბარსელონაც და როგორც ჩანს, ინტერესი რეალურია.
ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ ქართველი შემტევი და ნაპოლი ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, თანაც, თუ ზემოთხსენებულ გამოცემას დავუჯერებთ, კვარაცხელიას სათამაშო სტილი ბარსელონას ახალ მწვრთნელს, ჰანს ფლიკსაც მოსწონს.
ჯერჯერობით წყარო შეხვედრის დეტალებზე არაფერს წერს, თუმცა ირწმუნება, რომ მხარეებს შორის კომუნიკაცია ნამდვილად შედგა.