საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო საშინაო მატჩი გამართა. უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ბათუმში ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას უკრაინასთან მატჩში იმდენივე წარმატებული დრიბლინგი (6) ჰქონდა, რამდენიც უკრაინის ნაკრების სასტარტო 11-ეულის ყველა ფეხბურთელს ერთად.
ცნობისთვის, ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს სამშაბათს, ჩეხეთის წინააღმდეგ გასვლაზე გამართავს.