გუშინ საღამოს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ხორვატ თანატოლებს 1:0 მოუგეს და განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა მიიღეს.
აღნიშნული მატჩი გუნდის ფორვარდმა, გიორგი აბუაშვილმა ასე შეაფასა:
გამარჯვება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რასაც გუნდს და მთლიანად საქართველოს ვულოცავ. თუმცა ეს შეხვედრა პირველ ტაიმად უნდა ჩავთვალოთ, ჯერ დამთავრებული არაფერი არაა.
უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა რიეკაში გველოდება. იქ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. ამ თამაშის მოგება კარგია, მაგრამ 15 ნოემბერი უკვე წარსულია და უნდა დავივიწყოთ.
- თქვა აბუაშვილმა.