მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ოქროს ბურთის დაჯილდოებას ეხმაურება.
"ვულოცავ გამარჯვებულს ოქროს ბურთის მოგებას, მაგრამ ეს უკვე წარსულია - ჩვენ ჩვენი ოქროს ბურთი პირველ ივნისს მოვიგეთ, როცა ლონდონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვება ვიზეიმეთ", - განაცხადა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის გამარჯვებული ყველა ვინისიუს ჟუნიორი ეგონა, თუმცა, ბოლო მომენტში გახდა ცნობილი, რომ ჯილდო მანჩესტერ სიტის შუახაზელ როდრის გადაეცემოდა, რის გამოც მადრიდის რეალის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად დაჯილდოებაზე არ მისულან.