საქართველოს ეროვნული ნაკრების პროგრესზე კომენტარი ქართული ფეხბურთისთვის კარგად ნაცნობმა უკრაინელმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ გააკეთა.
მათი ნაკრები წლიდან წლამდე შენდებოდა, ყალიბდებოდა, ახლა კი დრო მოვიდა, რომ საქართველომ ეს პროგრესი კიდევ უფრო განიმტკიცოს.
ვინც მათ გუნდს ზემოდან უყურებდა, ყველა დაისაჯა. დღეს საქართველოს ნაკრები ძალიან დაბალანსებული გუნდია, რომელსაც შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება.
- თქვა დემჩენკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო უკრაინასთან დღეს, 21:00 საათზე ითამაშებს.