დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე უკრაინას უმასპინძლებს. მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართება.
გასულ თვეს უკრაინაში ჩვენისთანა ტექნიკურად მოთამაშე გუნდისთვის ძალიან ცუდი სათამაშო პირობები დაგვხვდა, რამაც მარცხზე უდიდესი გავლენა იქონია.
სამწუხაროდ, არც დღეს გაგვიმართლა. ეჭვი არ გვეპარება, რომ ბათუმში მინდვრის საფარი კარგ მდგომარეობაში იქნება, თუმცა პროგნოზის მიხედვით ბათუმში მთელი დღე გადაუღებლად იწვიმებს, რამაც, შესაძლოა, რომ მწვრთნელის გეგმები გარკვეულწილად შეცვალოს.