გოგა ბითაძის წარმატებული თამაში გრძელდება. ქართველ ცენტრთან ერთად წარმატებულად ასპარეზობს მისი გუნდი ორლანდო მეჯიქი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად მისი მეტოქე იყო გოგას ყოფილი კლუბი „ინდიანა პეისერსი“, რომელიც „მეჯიქმა“ დაძაბულ ბრძოლაში 94:90 დაამარცხა. ეს გამოდგა ზედიზედ მე-12 შინ მოგებული მატჩი ორლანდოსთვის.
"ვაგრძელებდი მუშაობას, მჯეროდა ღმერთის და ვლოცულობდი, რომ ეს დღე დამდგარიყო - მომცემოდა თამაშის შანსი და დამემარცხებინა ყოფილი გუნდი. არ ვაჭარბებ, როდესაც ვამბობ რომ ამისთვის ვლოცულობდი.
მწვრთნელების დამსახურებაა რომ მესამე ორმაგი დუბლი შევასრულე თავის მხრივ კი მეც არაფერს ვაკლებ და საკუთარ თავზე მუშაობას ვაგრძელებ", - განაცხადა გოგამ.