დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე უკრაინას უმასპინძლებს. მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართება.
მატჩამდე უკრაინის მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებაზეც გააკეთა.
როგორ შევაჩერებთ ხვიჩას? - როგორ და ზუსტად ისე, როგორც წინა თამაშში შევაჩერეთ. თქვენ ქომაგების მხარდაჭერა გექნებათ, თუმცა ჩვენც აგრესიულად გამოვალთ სათამაშოდ.