"ამ საქციელის შემდეგ მესი ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა" - რას იხსენებს კვარაცხელია » სპორტის ხაზი

"ამ საქციელის შემდეგ მესი ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა" - რას იხსენებს კვარაცხელია

"ამ საქციელის შემდეგ მესი ჩემთვის რადიკალურად შეიცვალა" - რას იხსენებს კვარაცხელია
გუშინ, 23:45
Aa Aa
გაზიარება:

გასული წლის 28 ოქტომბერს პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოვება გაიმართა, სადაც ლეო მესისთან ერთად ცერემონიალზე ხვიჩა კვარაცხელიაც იყო წარმოდგენილი.

ქართველი ფეხბურთელი და მესი ერთმანეთს შეხვდნენ და საკმაოდ თბილი მისალმებაც გაცვალეს, რაზეც ხვიჩამ საქართველოს ბანკთან ინტერვიუში ისაუბრა.

"მე­სის­თან შეხ­ვედ­რა იყო ის­ტო­რია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არ და­მი­ჯე­როთ. ამის შემ­დეგ ლეო ჩემ­თვის რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ოქ­როს ბურ­თის და­ჯილ­დო­ე­ბი­სას მესი ჩემ­გან მარ­ჯვნივ იჯდა. ფეხ­ბურ­თე­ლებს გვი­თხრეს, რომ სა­რეკ­ლა­მო პა­უ­ზი­სას არ გვე­მოძ­რა­ვა და ად­გი­ლი არ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა.

უცებ, მესი ადგა და წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ეს რა­ტომ გა­ა­კე­თა. ჩემ­სკენ წა­მო­ვი­და, ვი­ყუ­რე­ბო­დი და ვერ ვხვდე­ბო­დი, რა ხდე­ბო­და. ხელი გა­მო­მი­წო­და, და­ვი­ბე­ნი უცებ და ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­ვარ­თვით, რის შემ­დე­გაც თა­ვის ად­გილ­ზე დაბ­რუნ­და. ამ­ხე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი რომ დგე­ბა და გა­მარ­ჯო­ბის სათ­ქმე­ლად შენ­თან მო­დის, არ ვიცი, მა­გა­რი პი­როვ­ნე­ბაა და ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ
", - განაცხადა ხვიჩამ.

ცნობისთვის, აღნიშნულ დაჯილდოებაზე ქართველმა მე-17 ადგილი დაიკავა და უდიდეს საფეხბურთო სცენაზე პირველი ნაბიჯებიც გადადგა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი