ერთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინას პოლონეთში დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩის წინ, კომენტარი მედიასთან უკრაინელთა თავკაცმა სერგეი რებროვმაც გააკეთა:
"ერთა ლიგამ ამხანაგური მატჩები შეცვალა. ამ შეხვედრებს ამხანაგურ მატჩებთან აღვიქვამთ - ჩემთვის მნიშვნელოვანია შანსი უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებსაც მივცე. იარმოლენკოც განაცხადს მიღმა ამ მიზეზით დავტოვე, რომ შანსი სახალ ფეხბურთელებს მივცეთ და ისინი საქმეში ვნახოთ.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მათ უდიდეს პატივს ვცემ, ცხადია მოგება გვსურს, თუმცა თუ წავაგეთ, ამაში ტრაგიკული არაფერია", - განაცხადა რებროვმა.
ცნობისთვის, ზემოთხსენებული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.