საქართველოს ნაკრები 16 და 19 ნოემბერს, ევროპის ერთა ლიგის ეგიდით, უკრაინისა და ჩეხეთის ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებს ჩაატარებს.
დღეს, 8 ნოემბერს, სანიოლთან ერთად, "მესხზე" გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმაც უპასუხა.
ერთ-ერთ მომენტში კითხვა თამაშების გასამართ ადგილებს შეეხო, სადაც ვეტერანმა ფეხბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩს ბათუმში ჩაატარებს. მნიშვნელოვანია, რომ ნაკრები მხოლოდ თბილისში არ თამაშობდეს. დარწმუნებული ვარ, ბათუმის სტადიონი ამ მატჩს მზადყოფნაში შეხვდება. ბოლო დროს ბათუმის დინამო ამ სტადიონზე არ თამაშობდა, რადგან ამ შეხვედრისთვის მზად ყოფილიყო.
ამ ქალაქში თამაშის კარგი გამოცდილება გვაქვს. მინდვრის საფარი განახლებულია და კარგ მდგომარეობაშია. ქართველმა გულშემატკივარმა დაამტკიცა, რომ შეუძლია ნაკრებს მხარდაჭერით დახმარება გაუწიოს და მჯერა, რომ ამას ბათუმშიც წარმატებით მოახერხებენ.