ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა იტალიასთან 17 ნოემბერს გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საქართველო შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით, იტალიას გენუაში, “ლუიჯი ფერარიზე” ჩვენი დროით 17:40 საათზე ერკინება. ეს იქნება ამ გუნდების მეექვსე დაპირისპირება, პირველი 2022 წელს ბათუმში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ.
საქართველოსა და იტალიის შეხვედრას გამოცდილი ახალ ზელანდიელი რეფერი ბენ ო’კეფი იმსაჯებს.