ახალი კონტრაქტი გაფორმდა - რამაზ სვანაძე 21-წლამდე ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს » სპორტის ხაზი

ახალი კონტრაქტი გაფორმდა - რამაზ სვანაძე 21-წლამდე ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს

ახალი კონტრაქტი გაფორმდა - რამაზ სვანაძე 21-წლამდე ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს
14-11-2024, 17:24
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად ქართველი სპეციალისტი 21-წლამდე ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.

რამაზ სვანაძე, ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 5 წელია მუშაობს. 2019-21 წლებში, ქართველი სპეციალისტი 19-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2021 წლიდან ახალგაზრდული ნაკრების სათავეშია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა შეძლო და მეოთხედფინალში ისრალეთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა, ხოლო განვლილი შესარჩევ ციკლში, 21-წლმადე ნაკრებმა ისტორიაში პირველად ჯგუფიდან გასვლა შეძლო და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი