"მის მიმართ ინტერესს ბევრი კლუბი და ნაკრები იჩენდა" - იაშვილი ვილი სანიოლზე » სპორტის ხაზი

"მის მიმართ ინტერესს ბევრი კლუბი და ნაკრები იჩენდა" - იაშვილი ვილი სანიოლზე

"მის მიმართ ინტერესს ბევრი კლუბი და ნაკრები იჩენდა" - იაშვილი ვილი სანიოლზე
გუშინ, 13:03
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ახალი კონტრაქტის თანახმად ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმაც ისაუბრა.

"ძალიან მიხარია, რომ ვილი სანიოლთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შევძელით. ძალიან ბევრი ნაკრები და კლუბი იჩენდა ინტერესს მის მიმართ. ერთად დიდი და წარმატებული გზა გამოვიარეთ. ჩვენი მიზანია, რომ მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ და უფრო მეტს მივაღწიოთ ერთად", - განაცხადა იაშვილმა.

ცნობისთვის, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი