ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ სერია A-ს უკანასკნელი შეხვედრა სან სიროზე ინტერის წინააღმდეგ გამართა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩზე მომუშავე მთავარმა მსაჯმა, მაურიციო მარიანიმ ნაპოლის კარში პენალტი დანიშნა, რაც შემდგომ შეცდომად კვალიფიცირდა და მარიანი სერია B-ში დააქვეითეს.
სხვათა შორის, მარიანი პირველი არაა, ვინც ასეთ გზას გაივლის, რადგან სერია A-დან მეორე დივიზიონში არაერთი მსაჯი დაუქვეითებიათ.