ბარსელონას 22 წლის შემტევი ანსუ ფატი ტრავმირებულია - ინფორმაციას ამის თაობაზე კატალონიური კლუბი ავრცელებს.
როგორც დაიწერა, ანსუ დეკემბრის შუა რიცხვებამდე იუქმებს, მიზეზი კი კუნთის ტრავმაა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზინა.
ცნობისთვის, ფატის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა ამ დრომდე არ მიუღია. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ფატიმ სულ რაღაც 158 წუთი გაატარა მოედანზე.