ამ წუთებში მიმდინარეობს ესპანეთის სუპერ თასის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ბარსელონა და ბეტისი ხვდებიან.
სულ რამდენიმე წამის წინ, ბარსელონას 10-იანმა, ანსუ ფატიმ ბეტისს ულამაზესი გოლი გაუტანა. ალბათ, როდესაც ამ კლუბის 10 ნომრიანი მაისური გაცვია, არც გეპატიება მარცხენა ფეხით ცუდად რომ ითამაშო - იხილეთ ვიდეო.
შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული ესპანეთის სუპერ თასის ფინალს მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშებს.