საქართველოს ნაკრებთან თამაშზე კომენტარი უკრაინელმა ექსპერტმა, ოლეგ ფედორჩუკმა გააკეთა, რომელიც მთავარ მიზნად კვარაცხელიას განეიტრალებას მიიჩნევს.
დავიწყოთ იმით, რომ ქართველებს კლასით ჩვენ ვჯობივართ, მთავარი კი ის იქნება, რომ ხვიჩა კვარაცხელია გავაჩეროთ.
მის გამო ხალხი სტადიონზე დადის, შესაბამისად, სწორედ ხვიჩა ეცდება გუნდის ლიდერობას, რასაც დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ.
- თქვა ფედორჩუკმა.
საქართველო და უკრაინა ერთმანეთს ბათუმის სტადიონზე 16 ნოემბერს შეხვდებიან.