თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" ევროლიგის მეცხრე ტურში სტუმრად მადრიდის "რეალთან" 86:98 წააგო.
შენგელიამ პარკეტზე გატარებულ თითქმის 25 წუთში, აქტივში 20 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი ჩაიწერა.
"ვირტუსი" სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა და მომდევნო, მეათე ტურის შეხვედრაში "პანათინაიკოსს" შეხვდება.