"მონაკოსა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ვისამ ბენ იედერი, ნიცას სასამართლომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულად ცნო.
მოსამართლემ ბენ იედერი ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნო და ფეხბურთელს 2-წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბრალდებულს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, მსხვერპლისთვის 5000 ევროს გადახდა დაეკისრა.
ბენ იედერს გაუპატიურებაში 2023 წლის აგვისტოშიც ადანაშაულებდნენ, მაშინ იგი 900 000 ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
27 დეკემბერს, ბენ იედერი სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება - ამჯერად ყოფილი ცოლის მიმართ მუქარისა და ფსიქოლოგიური ძალადობის საქმეზე.