ბორჯღალოსნებმა შემოდგომის სანაკრებო სეზონი ოლ ბლექს XV-თან ამხანაგური მატჩით გახსნა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გაიმართა და მეტოქის გამარჯვებით დასრულდა - 31:13.
ოლ ბლექს XV-თან თამაში სანდრო თოდუასთვის, 115-ე გამოდგა, ამ მაჩვენებლით მერაბ კვირიკაშვილს გაუტოლდება და ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით მეორე ადგილზე აინაცვლა. ასევე აღსანიშნავია ვასილ ლობჟანიძის დებიუტი გუნდის კაპიტნის რანგში. ის ბორჯღალოსნების 35-წლიან ისტორიაში გუნდის 35-ე კაპიტანი გახდა.
- ვიგებთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან.