ივან იურიჩის გაწვრთნილი რომა კატასტროფულ ფორმაშია, რაც რომაელთა მიერ ნაჩვენებ შედეგებზეც აისახება.
იურიჩის ხელმძღვანელობით დედაქალაქურმა კლუბმა ბოლო ათი შეხვედრიდან 5 მათგანი წააგო, 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
უკანასკნელი მატჩი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სერია A-ში, რომელიც რომამ ბოლონიასთან საკუთარ კედლებში 2:3 წააგო.
როგორც წერენ, იურიჩის დღეები რომაში დათვლილია. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ რომა დე როსის უკან დაბრუნებასაც განიხილავს.