ყაზახეთის პრემიერ ლიგის გამარჯვებული კაირატი გახდა, რომლის ღირსებასაც გიორგი ზარია და ლუკა გადრანი იცავენ.
ქართველების გუნდმა 24 ტურის შემდეგ 47 ქულა მოაგროვა და უშუალო კონკურენტ ასტანას 1 ქულით აჯობა.
ზარიამ ყაზახეთის ჩემპიონატში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 5 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რაც შეეხება გადრანს, 27 წლის მცველმა 15 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.