საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის ლიონი საკუთარ მოედანზე ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენს უმასპინძლებს.
ლიონი 15 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს, რაც შეეხება სენტ ეტიენს, დავითაშვილის გუნდი 10 ქულით მე-16 პოზიციაზეა.
რაც შეეხება პირად სტატისტიკებს, ორივე მოთამაშეს 10-10 მატჩში აქვთ მონაწილეობა მიღებული, ზურიკომ თავის გამოჩენა 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა, ხოლო მიქაუტაძემ 2 გოლითა და 1 ასისტით.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუ დავითაშვილს 871 წუთი აქვს მოედანზე გატარებული, გიორგი მიქაუტაძემ სულ რაღაც 446 წუთი ითამაშა.