საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის ბორდომ საკუთარ მოედანზე ლავალის უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა შემტევმა თავი გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა - , მიუხედავად ამისა, მატჩის საუკეთესი მოთამაში ბორდოს მცველი სტიან გრეგერსენი გახდა, რომელმაც შეფასების სახით 8.7 ქულა დაიმსახურა, რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, მას 8.1 ქულა დაუწერეს.