სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გერმანიის ჩემპიონატის მე-10 ტურის შეხვედრა, სადაც ბოხუმმა და ლევერკუზენმა ქულები გაიყვეს, - 1:1.
ჩაბი ალონსოს გუნდი შეხვედრას მთელი თამაშის განმავლობაში იგებდა, თუმცა ესპანელი მწვრთნელის გუნდმა გამათანაბრებელი გოლი 89-ე წუთზე გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ ლევერკუზენმა ყველა ტურნირზე ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთის მოგება შეძლო, 3 ფრე ითამაშა და ერთიც წააგო.
ბაიერი ამ მომენტისთვის ბუნდესლიგის მე-4 ადგილს 17 ქულით იკავებს და პირველადგილოსან ბაიერნს უკვე 9 ქულით ჩამორჩება.