ბარსელონა მიმდინარე სეზონში შეუჩერებელია. ჰანსი ფლიკის გუნდი თამაშს თამაშზე იგებს და დაგეგმილ ტიტულებს სულ უფრო და უფრო უახლოვდება.
მიუხედავად ამისა, ბარსას ყოფილ შემტევ ტიერი ანრის მიაჩნია, რომ კლუბის ახალი ეპოქა ჩავი ერნანდესმა დაიწყო და არა ჰანსი ფლიკმა.
ფლიკს არ დაუწყია ეს ყველაფერი, ჩავიმ დაიწყო, რომელმაც ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა შანსი (კუბარსი, იამალი)..
გერმანელი უბრალოდ იმას აგრძელებს, რაც ჩავიმ დატოვა. ბარსელონას ფეხბურთელებმა ჩავისთან ერთად რთული დრო გამოიარეს და სწორედ მასთან ერთად გაიგეს თუ რა როგორ უნდა ეკეთებინათ.
- თქვა ანრიმ.