მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ახალწვეულმა, ლენი იორომ ტრავმიდან დაბრუნებისა და კლუბისთვის თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა.
ყოველ ჯერზე, როდესაც სტადიონზე თამაშის საყურებლად მოვდივარ, უბრალოდ მსურს, რომ მეც მოედანზე ვიყო.
ჩემი დაბრუნება ახლოვდება. მინდა, რომ ბიჭებთან ერთად მოედანზე ვიყო და მანჩესტერ იუნაიტედისთვის ვიბრძოლო!
- თქვა იორომ.
ფრანგი ფეხბურთელი იუნაიტედმა ლილიდან 62 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა, თუმცა ჯერჯერობით 18 წლის ფეხბურთელს საერთოდ არ უთამაშია.