საფეხბურთო კლუბ "თელავის" დამფუძნებელი და დირექტორი სოსო გრიშიკაშვილი საპატიო თელაველია!
დაჯილდოების ცერემონია 7 ნოემბერს, თელავქალაქობას, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართა - სოსო გრიშიკაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან ერთად, საპატიო თელაველის წოდებით დააჯილდოვა
სოსო გრიშიკაშვილი: "იყო საპატიო მოქალაქე იმ ქალაქის, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე და რომელიც ძალიან მაგრად გიყვარს, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და მოტივაციაა. მინდა, ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო, ვინც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ჩემი კანდიდატურის წარდგენაში, მადლობა საინიციატივო ჯგუფს და განსაკუთრებული მადლობა, საფეხბურთო კლუბ "თელავის" გულშემატკივრებს"
" სკ "თელავი" ულოცავს სოსო გრიშიკაშვილს აღიარებას და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს - ვამაყობთ, გვიხარია და გვჯერა, რომ მისი პროფესიონალიზმი, საქმისადმი მიდგომა და კლუბის უანგარო სიყვარული, ჩვენი გუნდის ნათელი მომავალია" - ვკითხულობთ კახური გუნდის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.