რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების განაცხადი, რომელიც დიდიე დეშამმა ნოემბრის მატჩებისთვის დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ დეშამმა განაცხადს მიღმა ნაკრების მთავარი ვარსკვლავი, კილიან მბაპე დატოვა, რომელსაც მადრიდის რეალში არც თუ ისე კარგი პერიოდი უდგას.
გარდა იმისა, რომ ბევრი გოლი ვერ გააქვს, მბაპეს რეალში თავის დამკვიდრება ზოგადადაც უჭირს. თითქოს, იკითხება, რომ კილიანს ვინისიუსის პოზიციის დაკავება სურს, რომელიც, თავის მხრივ, არავისთან არაფრის დათმობას არ აპირებს, შესაბამისად, რეალის შემტევებს შორის ფარული თუ პირდაპირი კრიზისი წარმოიშობა.
სრული განაცხადი