ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, სტეფან შვოხმა თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია დაცვაში თამაშს ჩვეული არ არის და კონტემ მისი პოზიციონირება უნდა შეცვალოს.
ხვიჩას თამაში ატალანტასთან? - ეს იმედგაცრუება კი არ იყო, ის უბრალოდ დაცვაში თამაშს მიჩვეული არაა. სპალეტის დროს ნაკლებად ბრუნდებოდა უკან კვარაცხელია, ატალანტასთან კი პირიქით იყო, რის გამოც მისი ცუდი თამაში მივიღეთ. ქართველის მთავარი პრობლემა სწორედ ესაა.
- ურჩია შვოხმა კონტეს.
ანტონიო კონტე პრესკონფერენციაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ დაცვასაც და შეტევასაც 11-ვე კაცი ქმნის, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვარას ახლო მომავალში სრული თავისუფლება მიეცეს.