დანაკლისი უკრაინასთან მატჩამდე - ახალგაზრდულ ნაკრებს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა » სპორტის ხაზი

დანაკლისი უკრაინასთან მატჩამდე - ახალგაზრდულ ნაკრებს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

დანაკლისი უკრაინასთან მატჩამდე - ახალგაზრდულ ნაკრებს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
21-11-2022, 16:11
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 18:00 საათიდან, წლის ბოლო მატჩში 21-წლამდე ნაკრები გორში, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს.

მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდული გუნდის მოსამზადებელ პროცესს, ეროვნული ნაკრებიდან გიორგი გოჩოლეიშვილი და გიორგი წიტაიშვილი შეუერთდნენ. თუმცა, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ორივე მათგანი 21-წლამდე ნაკრებს ვირუსისა და მაღალი ტემპერატურის მიზეზით გამოაკლდა და ისინი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამავე მიზეზით დღევანდელ შეხვედრას ლევან თანდილაშვილიც გამოტოვებს.

დანაკლისი უკრაინასთან მატჩამდე - ახალგაზრდულ ნაკრებს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გამოაკლდა

შეგახსენებთ, რომ 21- წლამდელთა ნაკრები რამდენიმე დღის წინ ისრაელს დაუპირისპირდა, სადაც ანგარიშით 1:2 დამარცხდა. იმ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ნიკა ხორხელმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს გოლი სადებიუტო გამოდგა ახალგაზრდული ნაკრების რიგებში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი