საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში იასპარეზებს. სალომე ხუბულურის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-11 ნოემბერს გაიმართება. ჩვენი გუნდი ჯგუფის მასპინძელ სლოვაკეთს, მონტენეგროს და ლატვიას დაუპირისპირდება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება.
მოახლოებულ მატჩებზე კომენტარი გააკეთა გუნდის მოთამაშემ, კესარია მეტონიძემ.
იხილეთ ვიდეო: (nakrebi.ge)