იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეექვსე ტურის ეგიდით, თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ტრევიზოს უმასპინძლა და 104:97 იმარჯვა.
მასპინძელთ ქართველ კალათბურთელს თამაში სასტარტოში არ დაუწყია, თუმცა მან თავისი დრო მიიღო და გუნდს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.
შენგელიამ პარკეტზე ჯამურად 17 წუთი გაატარა. ამ დროში კი 10 ქულა ჩააგდო და აქტივში 3 გადაცემაც მიითვალა.