ნაპოლი - ატალანტა | კვარაცხელია მაგიის გაცოცხლების მოლოდინში » სპორტის ხაზი

ნაპოლი - ატალანტა | კვარაცხელია მაგიის გაცოცხლების მოლოდინში

ნაპოლი - ატალანტა | კვარაცხელია მაგიის გაცოცხლების მოლოდინში
3-11-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ვარსკვლავი ატალანტასთან მორიგი შოუს მოლოდინშია. საჩემპიონო სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ შემდეგში სეზონის საუკეთესოდ აღიარებული გოლი სწორედ ბერგამოელთა კარში გაიტანა, როდესაც თავს ერთბაშად შვიდი კაცი დააცხრა, ქართველმა კი ჩვეული მაგიით მათი პირღია დატოვება შეძლო.

ნაპოლი ამ გუნდს დღეს, ჩვენი დროით 15:30-ზე უმასპინძლებს და ბრწყინვალე სერიის კიდევ უფრო გახანგრძლივებას შეეცდება. წინა ტურში ანტონიო კონტეს გუნდმა მილანს სან სიროზე მოუგო, რაც იმის მანიშნებელია, რომ პარტენოპეი სკუდეტოს მოსაგებად მიმდინარე სეზონშიც იბრძოლებს.

რაც შეეხება ატალანტას, ცუდად არც ისინი გამოიყურებიან. გასპერინის გუნდი სერია A-ში მე-4 ადგილზე 19 ქულითაა და კვლავ ისეთი სახიფათოა, როგორიც წინა სეზონებში იყო: სწრაფი, ტექნიკური და კარზე დაგეშილი ფეხბურთელებით, რომლებსაც არცერთი მეტოქის არ ეშინიათ.

მიუხედავად ამისა, 7 საუკეთესო გუნდში ატალანტას ყველაზე ბევრი გოლი აქვს გაშვებული (14), რაც ნაპოლის შანსებს ერთიორად უზრდის, იმ ნაპოლის, რომლის ბელგიურ-ქართული დუეტიც შესანიშნავად გამოიყურება და საკმაოდ კარგი შანსია იმისა, რომ მათი მორიგი მსხვერპლი სწორედ ატალანტა აღმოჩნდეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი