ესპანურ მედიაში პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განცხადება, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველს შეეხბოდა, განხილვის მთავარი საგანია.
"არასდროს მინახავს ჰაკიმიზე ძლიერი მარჯვენა მცველი, ყოველ შემთხვევაში, მათ შორის მაინც, ვისთანაც მიმუშავია", - განაცხადა ენრიკემ.
ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ 54 წლის სპეციალისტს ბარსელონაში დანი ალვეშთან, ხოლო ესპანეთის ნაკრებში დანი კარვახალთან ერთად მუშაობის გამოცდილება აქვს.