ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის წინა ტურში საოცარი მატჩი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სენტ ეტიენმა წააგო, ქართველმა 2 გოლი გაიტანა და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
ანჟერთან გაფორმებული დუბლის შემდეგ ზურიკო ჯერ საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა, ახლა კი ევროპის ტოპ 5 ლიგის სიმბოლურში შეიყვანეს.
ქართველი ფეხბურთელი თერთმეტეულში ისეთი ფეხბურთელების გვერდითაა, როგორებიც რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, ალფონსო დევისი და სხვები არიან.
იხილეთ ფოტო